საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" - საშემოდგომო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. სკოლაში მეცადინეობა მიმდინარეობს  კვირაობით 14 ოქტომბერიდან - 23 დეკემბრის ჩათვლით. მონაწილე მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებელი კონფერენცია ჩატარდება 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბიოლოგების კორპუსში, 319 აუდიტორიაში.

პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“-ის მიზანია ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ყოველკვირეული შეკრება - ლექციები გულსხმობს გამოყენებითი მათემატიკის, ფიზიკის, პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო - ტექნიკური დარგების ელემენტების სწავლებას, მათემატიკის მიმართულებით სასკოლო მასალის ათვისებაში არსებით დახმარებას, ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას.

საკონსულტაციო კომიტეტი:  პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. გურამ ბერიშვილი, პროფ. ეთერ ღვინერია, დოქტ. მარინა ლომოური,  ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.

საკონტაქტო პირები: პროექტის კოორდინატორი: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51), დამხმარე კოორდინატორი: ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 769 891)
     

თარიღი: 22/10/2018